პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, გენერალი ფერვეზ მუშარაფი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა
05-02-2023, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE -  პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, გენერალი ფერვეზ მუშარაფი, რომელმაც ძალაუფლება 1999 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოიპოვა, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყნის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოფილი ლიდერი, რომელიც 2001-2008 წლებში იყო პრეზიდენტი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

 


განცხადებაში, სამხედროები გამოთქვამენ „გულწრფელ მწუხარებას“ და დასძენენ: „ალაჰმა გაანათლოს გარდაცვლილის სული და ძალა მისცეს მის ოჯახს“.

 


მუშარაფის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატეს პაკისტანის პრეზიდენტმა არიფ ალვიმ, პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა და ქვეყნის სამხედრო ლიდერებმა.

 

 

როგორც BBC წერს, ფერვეზ მუშარაფი მკვლელობის არაერთმცდელობას გადაურჩა და მებრძოლ ისლამისტებსა და დასავლეთს შორის ბრძოლის ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა. მან მხარი დაუჭირა აშშ-ის „ტერორიზმთან ომს“ 11 სექტემბრის შემდეგ, მიუხედავად შიდა წინააღმდეგობისა. 2008 წელს მან არჩევნებში დამარცხება განიცადა და ექვსი თვის შემდეგ ქვეყანა დატოვა.

 


როდესაც ის 2013 წელს პაკისტანში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა, დააკავეს და კენჭისყრა აუკრძალეს. მას ბრალი სახელმწიფო ღალატში წაუყენეს და დაუსწრებლად სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს, თუმცა ერთ თვეზე ნაკლებ დროში აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა.

 


მუშარაფმა 2016 წელს დატოვა პაკისტანი, დუბაიში სამკურნალოდ გაემგზავრა და მას შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ემიგრაციაში იმყოფებოდა.

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ „BBC“-ზე დაყრდნობით

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი