საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიბერუსაფრთხოების დღეს აღნიშნავს
06-02-2023, 16:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 6 თებერვალს კიბერუსაფრთხოების დღეს აღნიშნავს.
„არმიჰოლში“ გამართულ ღონისძიებაზე კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ განხორციელებული
საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ
დავით სუჯაშვილმა კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე და
სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რაც თვისობრივად გაზრდის კიბერუსაფრთხოების ხარისხს,
როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე ეროვნულ დონეზე.

 


ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-
მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის
უფროსმა გივი თუმანიშვილმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე
ვინიკოვმა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის უფროსმა, ვიცე-
პოლკოვნიკმა ეროლ მიუნერმა.

 


გამომსვლელების მიერ ეროვნული პერსპექტივის ჭრილში პოზიტიურად შეფასდა სამინისტროს
მიერ კიბერუსაფრთხოების კუთხით განხორციელებული საქმიანობა და კიბერუსაფრთხოების
ეროვნული სტრატეგიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. სტრატეგიული პარტნიორების
მიერ ხაზგასმით აღინიშნა ბიუროს მიერ გაწეული წარმატებული საქმიანობა და თავდაცვის
სფეროში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა.

 


შეხვედრის დასასრულს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ დამსწრე
საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია 2022 წელს შესრულებული და 2023 წელს
განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი