ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
06-02-2023, 16:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, მის მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა თავდაცვის უწყების მიერ 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებას. საუბარი შეეხო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" განხორციელების დინამიკას.

 

ყურადღება გამახვილდა 2023 წელს თავდაცვის გაზრდილ ბიუჯეტზე. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოს თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 260 მლნ ლარით გაიზარდა. ერთი მილიარდ 260 მლნ ლარი პროპორციულად გადანაწილდება ყველა მიმართულებაზე და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას მოხმარდება. 2023 წლის პირველი იანვრიდან ყველა სამხედრო 20%-ით გაზრდილ ხელფასს იღებს.

 

თავდაცვის მინისტრმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია ყველა იმ ძირითად პროგრამასა და პროექტზე, რომლებიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება:

 

-გაგრძელდება ნატოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, ასევე გაგრძელდება სამხედრო ავიაციის გაძლიერება და არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები;

 

-კვლავ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ქართული სამხედრო მრეწველობის გასაძლიერებლად, კერძოდ, მოხდება დელტას სხვადასხვა მოდიფიკაციის სატრანსპორტო საშუალებებით ქართული ჯარის მომარაგება;

 

-აქტიურად გაგრძელდება მუშაობა გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების კუთხით. ამ ეტაპზე ქართულ-პოლონური საწარმო შპს „დელტა-ვებე” WARMATE-ისა და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურებს უზრუნველყოფს. საწარმო შეძლებს წელიწადში ასეულობით დრონი აწარმოოს;

 

-გაგრძელდება თანამედროვე სტანდარტებით სამხედრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და განახლება.

 

სამუშაო თათბირზე ყურადღება დაეთმო ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტებს.

 

ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვის მიზნით გერმანიასთან და ესპანეთთან გაფორმებულია ხელშეკრულებები.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმდინარეობს ჯაველინების დამატებითი რაოდენობის შესყიდვის პროცესი.

 

მიმდინარეობს მოლაპარაკებები შვედურ კომპანიასთან Carl Gustaf-ის შესყიდვის მიზნით.

 

არაერთი ხელშეკრულებაა მიმდინარე და დასრულების პროცესში საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიზნითაც:

 

• მოკლე მანძილზე მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენის პროცესი დასრულებულია;

 

• მიმდინარეობს მოლაპარაკებები საშუალო, მოკლე მანძილზე და ზემოკლე მანძილზე მოქმედი საჰაერო სარაკეტო სისტემების შეძენაზე;

 

• ხელით გადასატანი სარაკეტო სისტემის შეძენის მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

 

სხდომაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, მახათას მთაზე მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის - „ჯარის ქალაქი - Army City” - ფარგლებში, 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას, რომლის შეძენაც მათ, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლეს.

 

2023 წელს პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობით იგეგმება თავდაცვის ახალი კოდექსის მიღება, რომელიც ფუნდამენტურად გააუმჯობესებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს, შექმნის შესაძლებლობებს ძლიერი რეზერვისთვის და გააუმჯობესებს სამხედროების სოციალურ პირობებს.

 

სამუშაო თათბირზე ასევე განიხილეს ახალი პროექტები და ინიციატივები. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრსა და მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი