თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 4 300-ს გადააჭარბა
07-02-2023, 07:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - ბოლო მონაცემებით, ძლიერმა მიწისძვრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სირიის საზღვართან ახლოს, 4 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მიწისქვეშა ბიძგები ლიბანში, ისრაელსა და კვიპროსშიც იგრძნობოდა, იტყობინება BBC.

 


აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე (01:17 GMT) დაფიქსირდა 17,9 კმ სიღრმეში ქალაქ გაზიანტეპთან ახლოს.

 


ადგილობრივი დროით 13:30 საათზე, განმეორებით, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისსძვრა მოხდა ამავე რეგიონში.

 


თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში 2 900 ადამიანია დაღუპული მიწისძვრის შედეგად, 15 000-ზე მეტი კი დაშავებულია.

 

 

სირიაში სულ მცირე 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტს კი დაზიანებები აქვს მიღებული, როგორც ამას სახელმწიფო მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

  


ბევრი შენობა ჩამოინგრა და ნანგრევების უზარმაზარი გროვის ქვეშ გადარჩენილების სამძებრო სამუშაოებს სამაშველო ჯგუფები აწარმოებენ.

 


თურქი სეისმოლოგების შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდას შეადგენდა.

 

კომენტარები: 1
#1   Elena
      
For newest information you have to ggo to see world-wide-web and on internest I foujd thos web
page ass a best webssite for lateswt updates.

Feell free tto surf to myy wweb blog ... sitemap.xml
10 ნოემბერი 2023 06:12
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი