ვანის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები თოვლის საფარისგან იწმინდება
16-02-2023, 18:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდთოვლობის გამო, ვანის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით, სპეციალური ტექნიკა ორი დღეა გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.

 


გუშინ სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზები უხუთში, ძულუხში, საპრასიაში და რომანეთში გაიწმინდა. დღეს დილიდან კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თოვლის საფარისგან სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი გზების გაწმენდა სულორში, ძულუხში , დიხაშხოში, სალხინოში, ბზვანში, ამაღლებაში, სალომინაოში, ფერეთაში, გორაში და ზეინდარში. თუმცა ინტენსიური თოვა, შედარებით მაღალმთიან სოფლებში აფერხებს ტექნიკის შესვლას და აჭიანურებს გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას.

 

 

 


გზების გაწმენდის პროცესს, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი პირადად მეთვალყურეობს.

 


ამ მომენტისთვის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში 4 ერთეული ტექნიკა მუშაობს და საჭიროებისამებრ მიიმართება იმ ადგილებში სადაც გადაადგილების შეფერხებებია. დიდთოვლობის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები: საავტომობილო გზების დეპარტამენტის, სგანგებო სიტუაციების მართვის, გაერთიანებული წყალმომარაგების, კომპანია სოკარისა და ენერგო-პრო ჯორჯიას ოპერატიული ჯგუფები.

 

 

 


გზის გაწმენდითი სამუშაოები კვლავაც უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

 


ინოფრმაციას  და ფოტომასალას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი