კორუფციის ბრალდებით დაკავებული ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი პატიმრობაში დატოვეს
17-02-2023, 09:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ევა კაილი, 44 წლის ბერძენი ევროპარლამენტარი, 2022 წლის იანვრიდან დაკავებამდე ევროპარლამენტის მე-14 ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ევროპარლამენტის კორუფციული სკანდალის ცენტრში მოექცა, მინიმუმ ორი თვით დატოვეს პატიმრობაში, მიუხედავად მისი ადვოკატის მძაფრი თხოვნისა, ელექტრონული მეთვალყურეობის პირობით გაეთავისუფლებინათ იგი.

 

 

კაილი ბელგიის პოლიციამ 9 დეკემბერს დააკავა და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. მას პარლამენტის იმუნიტეტი დაუყოვნებლივ მოუხსნეს, მოგვიანებით კი კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობის, კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდება წარუდგინეს. მისი ბრიუსელის საცხოვრებელ სახლში 150 000 ევროზე მეტის ოდენობის ნაღდი ფული აღმოაჩინეს.

 


კაილის პატიმრობის გახანგრძლივების გადაწყვეტილება ბელგიელმა მოსამართლემ მიიღო ბრიუსელში, ხუთშაბათს დილით გამართული სხდომის შემდეგ, რომლის დროსაც მისმა ადვოკატებმა დაგმეს პატიმრობაში მყოფის 23 თვის ქალიშვილისაგან განშორება და მოითხოვეს მისი ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლება.

 


ევა კაილის დაცვის ჯგუფი განაგრძობს მისი უდანაშაულობის მტკიცებას და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. კაილის პარტნიორი და მისი ქალიშვილის, ფრანჩესკო ჯორჯის მამა, რომელიც ბრალდებულის ზუსტად იმავე დანაშაულებში, ასევე რჩება ციხეში.

 


ბელგიაში დაწყებული ფართომასშტაბიანი გამოძიება ფოკუსირებულია სავარაუდო ნაღდი ფულის მოპოვების სქემაზე, რომელიც მოიცავდა „დიდ ოდენობის“ თანხებს და „სოლიდურ“ საჩუქრებს, რომლებიც გადახდილია კატარისა და მაროკოს მიერ, რათა გავლენა მოეხდინათ ევროპარლამენტში გადაწყვეტილების მიმღებებზე.

 


კატარმა და მაროკომ კატეგორიულად უარყვეს ბრალდებები და მას უსაფუძვლო უწოდეს.

 

კომენტარები: 1
#1  jhony
      
Excellent website! I adore how it is easy on my eyes it is. I am questioning how I might be notified whenever a new post has been made. Looking for more new updates. Have a great day! https://hdtoday.sbs/
21 თებერვალი 2023 11:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი