ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აჭარბებს
17-02-2023, 08:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ხულოს მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

 


მერიის ცნობით, ორდღიანი ინტენსიური თოვის შედეგად, დაბალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1.5 მეტრს, ხოლო მაღალ ზონაში 2 მეტრს აჭარბებს.

 


რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა სამსახური, რათა დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემები მინიმუმადე იქნას დაყვანილი.

 


იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე, ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები. სამუშაო პროცესში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 18, ხოლო საქართველოს გზების დეპარტამენტის 8 ერთეული თოვლმწმენდი ტექნიკა და ადამინური რესურსი, რათა გზებზე მაქსიმალურად შენარჩუნდეს გადადგილების შესაძლებლობა.

 


ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე.

 


საავტომობილო გზებზე რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

 


ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.

 


მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მოქმედებს ცხელი ხაზი - 551 00 52 72“, - აცხადებენ ხულოს მერიაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი