რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2023 წლის მესამე ტურის მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 41:3 დაამარცხა.
ლევან მაისაშვილის გუნდმა მატჩის პირველი ნახევარი ანგარიშით 22:3 მოიგო. Მეორე ტაიმში "ბორჯღალოსნებმა" სხვაობა გაზარდეს და საბოლოოდ 41:3 გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნები'' ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე უდანაკარგოდ ასპარეზობენ. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი შეხვედრიდან სამივე მოიგო და A ჯგუფის ლიდერია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.