ცაგერის მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გზებზე თოვლის საფარის გაწმენდითი სამუშაოები.
შესაბამისი ტექნიკით გაიწმინდა ქალაქის ცენტრალური და შიდა საუბნო გზები, ორბელის უღელტეხილი. თოვლის წმენდის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს ნაკურალეშის, ოყურეშის, ზუბის, აღვის მიმართულებით.
სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად კვლავ გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.
ავარიული დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.