ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს, არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები
20-02-2023, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს, არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები. ეს ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ხალხზე აისახება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

პრემიერის თქმით, ფასნამატი 70, 80, ზოგ შემთხვევებში 100%-ით გაზრდილი და ეს არის მიუღებელი.

 

 

„საკითხი ეხება ჩემს მიერ ორი კვირის წინ გაცემულ დავალებას, რომელიც შეეხებოდა სურსათის და საწვავის ფასებს. ამის თაობაზე არაერთი შეხვედრა გაიმართა. ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები იყვნენ აქტიურად ჩართული. კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობა მთლიანადაა ჩართული ამ პროცესში. ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა როგორც იმპორტიორებთან, ასევე დიდ ქსელებთან. რითეილის მფლობელებთან. მინდა კიდევ ერთხელ ავუხსნა ჩვენს ხალხს და საზოგადოებას, სურათი, რომელიც გამოიკვეთა არის შემდეგი, რომ ის ინფორმაცია, რაც მე გავაჟღერე, ანუ, ჯამურად, საერთო შეწონილი გამოდის ისე, რომ ფასნამატი არის 70, 80, შემთხვევებში 100%-ით გაზრდილი და რა თქმა უნდა ეს არის მიუღებელი. ამიტომ, ჩვენ ახლა დავიწყეთ აქტიური მუშაობა, თუ როგორ დარეგულირდეს ეს საკითხი.

 

 

ჩვენ მოვისმინეთ ასევე იმპორტიორების განმარტებები, რომ აქედან, 70-80-%-იდან მათი მოგება არ არის, არამედ, ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია რითეილის, ანუ ამ დიდი ქსელების ერთგვარ წესებზე, რომელიც არის მათ მიერ განსაზღვრული და სწორედ ამ წესებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სერიოზული, ლეგიტმური კითხვები. ეს წესები არ არის აპრობირებული, ევროპაში ასეთი წესები არ მოქმედებს, ეს საკითხი არის დარეგულირებული ევროკავშირის, ევროპის ქვეყნებში, ზოგადად, მთელ დასავლურ სამყაროში“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ახლა მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას, სამართლიანი ვაჭრობის შესახებ.

 

 

პრემიერის განცხადებით, იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე რითეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები.

 

 

„ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ახლა მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას, სამართლიანი ვაჭრობის შესახებ. ამიტომ, ჩვენ პარალელურად გავაგრძელებთ მუშაობას იმპორტიორებთან, ასევე, დიდი ქსელების წარმომადგენლებთან და პარალელურად, ჩვენ ასევე წარვუდგენთ ამ კანონპროექტს პარლამენტს და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პარლამენტის მხრიდან მზაობა იქნება და ეს დაადასტურეს და მხარს დაგვიჭერს, რომ ევროდირექტივა, ეს რეგულაციები შემოვიღოთ ჩვენც. სხვანაირად უხეში იქნება ჩვენი მხრიდან რაღაც ხელოვნური ჩარევები განვახორციელოთ, ამიტომ, გამოვნახეთ გზა, რომ ისეთი პრაქტიკა, რომელიც ევროპამ უკვე გაიარა, ჩვენც გადმოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში. ამით, რეალურად სამართლიანი წესები დაწესდება. იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე რითეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები. ეს არის გამოსავალი, რაც ამ მოკლე ორ კვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა.

 

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს, არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები. ეს ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ხალხზე აისახება. ინფლაციაზე როცა ვსაუბრობთ, ინფლაციის გასული თვის მაჩვენებელი იყო 9,4%. აქედან 6,1% არის სურსათის ფასები. ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როგორც კი დარეგულირდება ეს საკითხები და ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს, ინფლაციაც ჩამოვა იმ ნიშნულზე, რომელიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული - 5% დაახლოებით, ამ წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს სიკეთე აისახება ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის ჯიბეზე და მათ შემოსავლებზე. ამიტომ, ამ საკითხზე ასეთი გამოსავალი გამოვნახეთ, მთავრობა მალე გაუგზავნის ამ კანონპროექტს პარლამენტს და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მივირებთ შესაბამის რეგულაციებს. სხვა შემთხვევაში უბრალოდ, გამოსავალი არ ჩანს, არ მინდა, რომ ვინმეს გავუჩინოთ განცდა, რომ მთავრობა უხეშად ერევა ბიზნესის საქმიანობაში. ეს ჩვენი ხელწერა და პრაქტიკა არ არის. ასეთი გამოსავალი გამოვნახეთ და ისე, როგორც წამლების შემთხვევაში დავარეგულირეთ და ფასები ჩამოვწიეთ, გაიაფდა 60-80%-ით, შემოვიტანეთ ასევე ევროპული პრაქტიკა რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით, ასეთივე ევრორეგულაციისა და ევროდირექტივების შემოღება გადავწყვიტეთ და იმედი გვაწვს, რომ ძალიან მალე დაიწყებს ფასები კლებას“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი