GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი კიევში ვიზიტის შემდეგ აცხადებს, რომ „თავისუფლება ფასდაუდებელია და ღირს ბრძოლა“.
„პრეზიდენტი ზელენსკი და ყველა უკრაინელი მსოფლიოს ყოველდღე ახსენებს, რა არის სიმამაცე. ისინი გვახსენებენ, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია. და ღირს ბრძოლა. რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს“, - წერ ბაიდენი Facebook-ზე.
ბაიდენის კიევში მოულოდნელ ვიზიტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ასე გამოეხმაურა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. თქვენი ვიზიტი მხარდაჭერის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოხატულებაა ყველა უკრაინელისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.