თურქეთში სამი წუთის ინტერვალით ორი მძლავრი, 6.4 და 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
21-02-2023, 07:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


GUARDIAN.GE - მაშველები ისევ ეძებენ თურქეთში ნანგრევებში ჩარჩენილ ადამიანებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ორი ახალი მიწისძვრა მოხდა, რასაც სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა. 6.4 და 5.8 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, სადაც 6 თებერვალს, რამდენიმე საათის ინტერვალით მომხდარმა ორმა მძლავრმა მიწისძვრამ თურქეთის და სირიის ნაწილი გაანადგურა.

 


ბოლო მონაცემებით, 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრებს ორივე ქვეყანაში 44 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათი ათასობით მოქალაქე სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი.

 


20 თებერვალს, ორივე ქვეყანაში, წინა მიწისძვრების შედეგად მორყეული შენობები ჩამოინგრა.

 


თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და ის ადგილობრივი დროით 20:04 საათზე (17:04 GMT) მოხდა, რასაც სამი წუთის შემდეგ 5,8 სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ სამი ადამიანი დაიღუპა ანტაკიაში, დეფნესა და სამანდაგში, 213-მა კი დაზიანებები მიიღო. მან მოუწოდა ხალხს არ შევიდნენ პოტენციურად საშიშ შენობებში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი