თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება
21-02-2023, 11:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს თავდაცვის ძალების დელეგაცია აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა მიიღო. მან გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა ხაზგასმით აღნიშნა. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობაზე.

 


საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ქერიმ ვალიევი მასპინძლობს. გენერალურ შტაბში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალი გეგმები დასახეს. საუბარი შეეხო საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

 


აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და დელეგაციის წევრები საბრძოლო ოპერაციების ცენტრშიც იმყოფებოდნენ, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ და ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი