საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
23-02-2023, 14:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა. საქართველოს პარლამენტის ეზოში მდებარე
ხარების სახელობის სამლოცველოში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ იუნკერთა
სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ
ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა
პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების
მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ,
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტის
ეზოში არსებული იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

 

 

იუნკერები 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან
საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. რუსეთთან ომის დროს იუნკრები, სხვა
შენაერთებთან ერთად, თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორს იცავდნენ. ომის დროს,
სამხედრო სასწავლებელში, სიის მიხედვით 183 იუნკერი ირიცხებოდა, რომელთა უდიდესმა
ნაწილმა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო. მათგან ბრძოლაში დაიღუპნენ
ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან
კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია და იოსებ ჯანდიერები. მტერთან
ბრძოლაში 43 იუნკერი დაიჭრა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი