უქმდება სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი და ჩნდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩანაწერი „სასულიერო პირი“
01-03-2023, 11:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ
გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი
ხედვა“ თავდაცვის კოდექსზე ისაუბრა და აღნიშნა,
რომ უქმდება სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების
საფუძველი და ჩნდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩანაწერი
„სასულიერო პირი“. მინისტრის მოადგილის განმარტებით, თავდაცვის
კოდექსი ყველა მღვდელმსახურს ერთ სამართლებრივ სივრცეში აქცევს
და დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ
კონფესიას არ ექნება, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო
ვალდებულია. „სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების
საფუძველი უქმდება და ჩნდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში
ჩანაწერი „სასულიერო პირი“. ადამიანები, ვინც ამ სივრცეში იყვნენ,
განურჩევლად რელიგიური კონფესიისა, იქნება ის
მართლმადიდებელი, თუ სხვა, გადავადების საფუძვლით, ანუ ამ
კონკრეტული კანონით ხდებოდა ადმინისტრირება და ახლა, მოხდება
მათი ალტერნატიულ შრომით სამსახურში გადანაცვლება. არაფრის
შეცვლა ამ კუთხით არ მომხდარა. ალტერნატიული შრომითი
სამსახური დღესაც არსებობს და თუ ადამიანი აცხადებს, რომ რწმენის,
ან სინდისის გამო ის უარს ამბობს მაგალითად, იარაღის ხელში
აღებაზე, ის გაივლის ალტერნატიულ შრომით სამსახურს, რომლის
ვადა ნაცვლად 18 თვისა დღეს არის 12 თვე და ეს შრომა არის
ანაზღაურებადი.“ გრიგოლ გიორგაძემ ალტერნატიული სამსახურის
რეზერვზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქმნება ალტერნატიული
შრომითი სამსახურის რეზერვი. „ჩვენ გვაქვს ჯარის რეზერვი - რაც არის
სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვი, ტერიტორიული
რეზერვი და ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვი. საომარი
მდგომარეობის დროს ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვი
გამოიყენება ზურგის ოპერაციებისთვის. საომარ მდგომარეობაში
მხოლოდ იარაღის გამოყენება არ არის აუცილებელი, ჯარს უამრავი
სხვა ლოჯისტიკური მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც არ არის
სამხედრო ფუნქციასთან დაკავშირებული. ჩვენ სამხედრო ჰოსპიტალი
გვაქვს, სადაც უამრავი ადამიანის საჭიროება არის დღესაც, ეს
გარკვეული ცოდნის შეძენასაც ნიშნავს და შესაძლებლობა გვექნება, ეს
შეძენილი ცოდნაც გამოყენებული იქნას კრიზისულ სიტუაციებში
სახელმწიფოს, ქვეყანას საჭიროებისამებრ“.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი