ტოტალური თავდაცვა და ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა მოიცავს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რათა შევძლოთ თავდაცვა და შეკავება - გრიგოლ გიორგაძე
01-03-2023, 13:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ტოტალური თავდაცვა და ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა მოიცავს
თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რათა შევძლოთ თავდაცვა და
შეკავება“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ
საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. გრიგოლ გიორგაძემ
აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჰყავდეს რაც შეიძლება
მეტი ადამიანი მომზადებული კრიზისული სიტუაციებისათვის:
„თავდაცვისუნარიანობისთვის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მდგომარეობაში,
ალტერნატივა არ აქვს, თუ არა ტოტალური თავდაცვის პრინციპის
განხორციელება. ტოტალური თავდაცვა სწორედ ამას გულისხმობს,
რომ გარდა სამხედროსი და გარდა ჯარისა, კრიზისულ სიტუაციებში
ადამიანები არიან მაქსიმალურად გაწვრთნილები, მომზადებულები,
იციან იარაღთან მოპყრობა, იციან კრიზისულ სიტუაციებში თავი
როგორ უნდა გადაირჩინონ და როგორ მოიქცნენ ნებისმიერ
სიტუაციაში.“ მისი განცხადებით, ტოტალური თავდაცვა და თავდაცვის
პოლიტიკა მოიცავს რას, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას
იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს თავდაცვა და შეკავება. ამ პროცესში
როგორც სამხედროები მონაწილეობენ, ასევე უნდა ჩაერთოს მთელი
საზოგადოება, ყველა რესურსი უნდა იყოს გამოყენებული სწორედ ამ
თავდაცვისა და შეკავებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და ჩვენი
გაძლიერება მიბმულია საზოგადოების გარკვეულწილად
კონსოლიდირებასთან, რაც ასევე ეკონომიკურ წინსვლასაც ხელს
შეუწყობს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი