2016 წელს საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა გაგრძელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეის მდგომარებით აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებულია 139 საწარმო. რაც შეეხება ინდუსტრიულ მიმართულებას, პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით 123 ქარხანა, ახალი საწარმოა დაფინანსებული. მისივე თქმით, ეს არის ჯამში 350 მილიონი ლარის ინვესტიცია.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ხელისუფლებას ჰქონდა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის სამწლიანი პროგრამა, თუმცა გადაწყვეტილია, რომ ის მეოთხე წელსაც გაგრძელდეს.
"ეს პროგრამა 2016 წელსაც გაგრძელდება და ჩვენ უფასოდ ჩავატარებთ საგაზაფხულო სამუშაოებს მოსახლეობისთვის, ასევე გავაგრძელებთ მეწარმეების დახმარებას. როგორც უკვე აღინიშნა, აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, ასევე გაგრძელდება აგროდაზღვევის პროგრამაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლოებისთვის და პროგრამა "დანერგე მომავალი", რომელიც წარმატებით ვითარდება და მიმდინარეობს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობის წინა სხდომაზე 8 000 ბენეფიციარს 26 მილიონი ლარის მიწის გადასახადი, დავალიანება ჩამოეწერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.