არ გადავდგით რადიკალური ნაბიჯები, რაც რევოლუციური იქნებოდა საზოგადოებისთვის, არამედ შევქმენით მაქსიმალურად კომფორტული გარემო პირობები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის - თავდაცვის მინისტრი
02-03-2023, 10:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ჩვენ გვექნება რამოდენიმე ალტერნატივა და პირს თავისი სურვილის შესაბამისად და იმ
რეალობიდან გამომდინარე, როგორც თვითონ ისურვებს, შეეძლება არჩევანის გაკეთება, -
განცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერში, სადაც მან თავდაცვის
კოდექსით გათვალისწინებულ რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამა
სტუდენტებისთვის მოიცავს საერთო ჯამში 4-თვიან საწვრთნელ მომზადებას. ჯუანშერ
ბურჭულაძემ სტუდენტების გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების
პირობებზეც ისაუბრა. „ბევრად მოქნილია ახალი კოდექსი, საშუალებების ბევრად დიდ
დიაპაზონს მოიცავს. სტუდენტს ექნება არჩევანის უფლება, ასევე ექნება საშუალება, გამოხატოს
საკუთარი ნება და ნებაყოფლობით გაიაროს გაწვევამდე სავალდებულო სამსახური. ნებისმიერ
სტუდენტს შეეძლება წლის განმავლობაში, მხოლოდ ზაფხულში, ერთი თვით გაიაროს
მომზადება და აღარ იქნება იგი ვალდებული სავალდებულო სამსახურის მიმართ. ასევე,
უცხოეთში მყოფ სტუდენტს ექნება იგივე საშუალება, აირჩიოს აღნიშნული პროგრამა და წლის
განმავლობაში ერთხელ, ზაფხულში ჩამოვიდეს და გაიაროს ეს საწყისი მომზადების კურსი,“ -
განმარტა მინისტრმა.

 


მისი თქმით, სტუდენტის სტატუსი აღარ იქნება სავალდებულო სამსახურიდან გადავადების
საფუძველი, თუმცა, სტუდენტობა არ ნიშნავს, რომ ავტომატურად იქნება გაწვეულთა სიაში
სტუდენტი. „გადავადება იქნება, გარდა იმ მოტივაციებისა, რაც იყო აქამდე დადგენილი
გათავისუფლებისთვის, მხოლოდ ერთხელ, თანხის სანაცვლოდ. დისკრიმინაციული არცერთი
მიმართულებით არ არის აღნიშნული კანონპროექტი და გადავადება პირს შეეძლება მხოლოდ
ერთჯერადად, 10 000 ლარის სანაცვლოდ და იგი ავტომატურად, შემდეგ წელს აღარ მოხვდება
შესარჩევთა სიაში, არამედ ავტომატურად იქნება ვალდებული შემდეგ წელს გაიაროს
სავალდებულო სამსახური,” - განაცხადა მინისტრმა. მან ინდივიდუალურ შემთხვევებზეც
ისაუბრა: „ვნახე დღეს რომ, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდებოდა ამ სიაში. ეს არის
ტყუილი, ასე არ იქნება. ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ სუბიექტური გადაწყვეტილების
საშუალება. ავწიეთ პრემიერის დონეზე ისეთი ინდივიდუალური შემთხვევები, როგორიც არის,
ვთქვათ, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.”

 


ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, არსებული ცვლილებების მიზანია, რომ საქართველოს
ჰყავდეს მომზადებული რეზერვი. „ჩვენ ამ მიზანს სხვანაირად ვერ მივაღწევთ და ამაში ჩვენს
საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება, ეს გარდაუვალია ჩვენნაირ გარემოში არსებული ქვეყნისთვის,
რომ არ ჰყავდეს ქვეყანას მომზადებული რეზერვი. ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ
გავითვალისწინეთ დღევანდელი მდგომარეობა, არ გადავდგით ისეთი რადიკალური ნაბიჯები,
რაც რევოლუციური იქნებოდა საზოგადოებისთვის, არამედ შევქმენით მაქსიმალურად
კომფორტული გარემო პირობები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, ვინც არჩევს სავალდებულო
სამსახურის გავლას,- აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი