ჯუანშერ ბურჭულაძე: ყველაზე დიდი ნაწილი დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებს ეგრეთწოდებული რელიგიური თვალსაზრისით, ამის საშუალებას ჩვენ აღარ დავტოვებთ
02-03-2023, 10:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ყველაზე დიდი ნაწილი დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებს სწორედ ამ
ეგრეთწოდებული რელიგიური თვალსაზრისით. ამის საშუალებას ჩვენ აღარ დავტოვებთ,
ბუნებრივია და სწორედ ეს იწვევს ამ მღელვარებას,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა
ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თავდაცვის კოდექსზე
საუბრისას. მისი განცხადებით, აბსოლუტურად არანაირი დისკრიმინაციული ელემენტი არ არის
სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით და ეს არის ერთ-ერთი
სპეკულირების საგანი.

 


„ჩვენ საკმაოდ დიდი ჯგუფის შემადგენლობაში, საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ აღნიშნული
კანონპროეტის შემუშავებას, ინიცირებას და ფაქტობრივად, საპარლამენტო განხილვები
დავიწყეთ და არცერთი რელევანტური შენიშვნა და კითხვა იქ არ ყოფილა. ესეც ერთ-ერთი
სპეკულირების საგანია, რომ ვთქვათ, იქნება რაღაც განსხვავებული რეჟიმი. არანაირი
განსხვავებული რეჟიმი არ იქნება. პირიქით, ის ხარვეზი, რაც იყო თავის დროზე დაშვებული,
ჩვენ არ შევედით კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსში, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამის
პრიმატი და ჩვენ დავუშვით ის ხარვეზი, რაც მოხდა აქამდე,“ - განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი