აბსურდული შავი პიარია მიმართული ყველაზე რეპუტაციული ინსტიტუციის დასაკნინებლად - ჯუანშერ ბურჭულაძე
02-03-2023, 10:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ გასცა პასუხი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს და მას შავი პიარი უწოდა. ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მან მობილური ტელეფონები გადასცა არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო მოსამსახურეებს, ოფიცრებს, რომლებიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ და რამდენიმე დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს. ასევე, აღნიშნა, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი ჯილდოს სახით პრემიაც გადაეცათ.

 


„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი მობილური ტელეფონი სამოქალაქო
პირისთვის არ მიჩუქნია, მე თვითონ მაქვს ძველი მოდელი აიფონი და მეტიც, მე არც კი
ვსარგებლობ კორპორატიული მომსახურებით ჩემს მობილურ ნომერზე. მე თვითონ ვიხდი ჩემი
მობილურის გადასახადს, ასევე, საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნის დროს მე თვითონ ვიხდი
როუმინგის გადასახადებს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი,“ - განაცხადა მინისტრმა.

 


მინისტრმა ისაუბრა ალკოჰოლური ხარჯებისა და სასაჩუქრე კალათების შესახებ და აღნიშნა,
რომ ეს გახლდათ წარმომადგენლობითი ხარჯი, რაც მიღებული პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში
და ტენდერის გამოცხადებას არ საჭიროებდა: „ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯი, სხვა ხარჯი
ვერ იქნება. ანალოგიურია ის სასმელები, რაზეც მეორე სერია იყო ამ შავი პიარის, ესეც ახალ
წელს ჩვენი დაღუპული გმირების, გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრებს გადავეცით.“

 


მინისტრმა აღნიშნა, რომ შესყიდვების ვებ-გვერდზე იტვირთება აბსოლუტურად ყველა
ხელშეკრულება, გარდა საიდუმლო შესყიდვებისა. მან ასევე უპასუხა მისი ოჯახის მიმართ
გამოთქმულ ბრალდებებს: „მე არაერთხელ აღვნიშნე, არ ვმალავ, რომ ვარ შეძლებული
ოჯახიდან. ჩემმა ოჯახმა მარტო 2007 წელს მოახდინა რეალიზაცია ერთ-ერთი მსხვილი
კომერციული ფართის რუსთაველის გამზირზე. ეს არასდროს არ დამიმალავს, თუ ეს
მიკრძალავს მე ჩემს საქმიანობას? პირიქით, ჩემი აზრით, ეს არის მოტივაცია, რომ უფრო მეტად
მოვუფრთხილდეთ და უფრო მეტი სიმკაცრით მივუდგეთ ფინანსების ხარჯვის საკითხს.”

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი