საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ “რუსთავი 2”- ის გადაცემა "ღამის
კურიერის" ეთერში დრონების წარმოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთობლივი საწარმო
წარმატებული პროექტია და მიმდინარე წლის აპრილში სატესტოდ რამდენიმე დრონის
საქართველოში წარმოება და გამოცდა იგეგმება.
„ერთობლივი საწარმო ძალიან წარმატებული პროექტია. ჩვენ 2020 წელს დავიწყეთ პოლონურ
მხარესთან მუშაობა. მიმდინარე წლის აპრილში სატესტო რამდენიმე დრონს საქართველოში
ვაწარმოებთ და გამოვცდით. სატესტო ფრენებსაც ჩავატარებთ. ის ინფრასტრუქტურა, რაც უნდა
დახვედროდა მზად არის. "დელტას" ტერიტორიაზე ავაშენეთ შენობები, სადაც განხორციელდება აღნიშნული დრონების წამოება.“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.