თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტ ბაიდენს კანის კიბო აღმოაჩნდა და სიმსივნური დაზიანებები ამოუღეს
04-03-2023, 11:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს გასულ თვეს, ჯანმრთელობის რუტინული შემოწმების დროს, კანის სიმსივნური დაავადება აღმოაჩნდა, რომელიც ამოუღეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

 


ბაიდენის ექიმის განცხადებით, ყველა სიმსივნური ქსოვილი ამოღებულია და შემდგომი მკურნალობა არ არის საჭირო. 80 წლის პრეზიდენტს თებერვალში ჩაუტარდა ფიზიკური გამოკვლევა. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი ჯანმრთელია და „მოვალეობის შესრულებისთვის სათანადო ფორმაში იმყოფება“.

 


კევინ ო’კონორმა, ბაიდენის ექიმმა, მედიისთვის მიწოდებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დაზიანებები ბაიდენის გულ-მკერდიდან 16 თებერვალს, ვაშინგტონის მახლობლად, უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში, ამოიღეს. „შემდგომი მკურნალობა არ არის საჭირო“, - თქვა მან და დასძინა, რომ ბიოფსიის აღების შემდეგ დაზიანებული ადგილი „მშვენივრად განიკურნა“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღმოჩენილი კიბოს ტიპი - ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა - ჩვეულებრივ არ ვრცელდება ან მეტასტაზირება არ ხდება.

 


დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიხედვით, ბაზალური და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა კანის კიბოს ორი ყველაზე გავრცელებული ფორმაა აშშ-ში.

 


კანის კიბოს ორგანიზაციის თანახმად, ყოველწლიურად 3,6 მილიონ ამერიკელს უსვამენ აღნიშნულ დიაგნოზს და ეს არის კიბოს ყველა სახეობის ყველაზე ხშირად გავრცელებული ფორმა. ის ნელა იზრდება, განკურნებადია და ადრეული მკურნალობის შემთხვევაში მინიმალურ ზიანს იწვევს - განსხვავებით მელანომასაგან, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებშიც შეიძლება გავრცელდეს.

 


იანვარში ბაიდენის მეუღლეს, პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს სამი დაზიანება ამოუღეს, მათგან, მოგვიანებით, ორის ბაზალურუჯრედოვან კარცინომაზე ტესტირება დადებითი იყო.

 


ბაიდენს წარსულში, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, რამდენიმე არამელანომური კანის კიბო აღმოაჩნდა და დაზიანებები წარმატებით ამოუღეს.

 


ექიმები გვირჩევენ, რომ კანის კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალება მზისგან დამცავი ლოსიონის გამოყენებაა, თუნდაც ზამთარში.

 


ბაიდენები დიდი ხანია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისა და კიბოსაგან განკურნების ძლიერი დამცველები არიან. მათი ზრდასრული ვაჟი, ბიუ, 2015 წელს ტვინის კიბოთი გარდაიცვალა.

 


დიდია მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ჯოზეფ ბაიდენი მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის ბრძოლის შესახებ გამოაცხადებს. მისმა წინამორბედმა, „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე უკვე გააკეთა განცხადება.

 

 მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ BBC-ზე დაყრდნობით

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი