ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა და 31:7 დაამარცხა.
ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრის პირველი ნახევარი დამაჯერებლად, 17:0 მოიგო. ,,ბორჯღალოსნებმა'' მეორე ნახევარში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოო ანგარიშით 31:7 გაიმარჯვეს.
საქართელოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბუდახოსში გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.