პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მედიასაშუალებებს თხოვნით მიმართავს, რომ მთავრობის მიერ გაჟღერებული სიახლეების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ.
აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე ვრცლად საუბრის შემდეგ განაცხადა.
"ამას მე მგონი ისევ ჩვენ შორის ვლაპარაკობთ. მე მგონი აქ მედია ტყუილად დგას. მინდა მედიასაშუალებებს თხოვნით მივმართო, რომ ეს ინფორმაცია მოსახლეობას მიაწოდეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მოსახლეობას ანგარიშს ვაბარებთ და გთხოვთ ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ", -აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.