თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ში, „საზღვაო ქვეითთა თამაშები“ წარმატებით იასპარეზეს
14-03-2023, 11:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე გამართულ „საზღვაო
ქვეითთა თამაშებიდან“ დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი
საქართველოში 22 მედლით დაბრუნდა. პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო
აეროპორტში თავდაცვის მინისტრს მოადგილე გიორგი ბუბუნაური, თავდაცვის ძალების
მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და სოციალურ საკითხთა და
ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი კარლო ლაბაძე დახვდნენ და
წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს.

 


საზღვაო ქვეითთა თამაშები“ 26 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში
თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა 10-კაციანი გუნდი
სპორტის შვიდ სახეობაში ასპარეზობდა. სამხედროებმა ნიჩბოსნობაში, ველორბოლასა და
ბირთვის სროლაში ოქროს მედლები, ხოლო სროლაში, სირბილში, მჯდომარე ფრენბურთსა და
მშვილდოსნობაში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. საერთო ჯამში,
პარასპორტსმენებმა რვა ოქროს, ცხრა ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედლები დააგროვეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები აღნიშნულ ღონისძიებაში
მონაწილეობას 2014 წლიდან იღებენ. „საზღვაო ქვეითთა თამაშებში“ საქართველოსთან ერთად
მონაწილეობას ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, კოლუმბიის, საფრანგეთის, იტალიისა და
ნიდერლანდების სამეფოს სამხედრო მოსამსახურეები იღებდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი