ვლადიმერ პუტინი მოულოდნელად ომის შედეგად განადგურებულ მარიუპოლში ჩავიდა
19-03-2023, 12:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოულოდნელ, „სამუშაო ვიზიტად“ ეწვია ომის შედეგად განადგურებულ მარიუპოლს, იტყობინება სახელმწიფო მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით. პუტინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე კონფლიქტის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა. კრემლის ცნობით, იგი იქ ვერტმფრენით ჩაფრინდა, შემდეგ კი ავტომანქანით, რომლის საჭესთანაც თავად იჯდა, ქალაქის ქუჩებში გაიარა, ავტომობილი რამდენიმეგან გააჩერა, რამდენიმე ობიექტი მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტი, ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა და სევასტოპოლის ქუჩებშიც ავტომანქანის საჭესთან მჯდომი გამოჩნდა.

 

 

პუტინის მარიუპოლში ვიზიტამდე ორი დღით ადრე, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) რუსეთის ლიდერის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. მას ბრალად ედება სამხედრო დანაშაულში, უკრაინიდან ასობით ბავშვის უკანონო დეპორტაციაში.

 

 

პუტინს ჯერ არ გაუკეთებია საჯარო კომენტარი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ მისი დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი მოგზაურობები უკრაინის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი თავისად მიიჩნევს, ზოგიერთი დამკვირვებლის მიერ აღქმული იქნა, როგორც დაუმორჩილებლობის აქტი.

 

 

მარიუპოლი 2022 წლის მაისში ომის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლის შემდეგ დაეცა, რაც რუსეთის პირველი დიდი გამარჯვებაა მას შემდეგ, რაც მან ვერ დაიპყრო კიევი და ამის ნაცვლად სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაზე მოახდინა ფოკუსირება.

 

 

ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც პუტინმა უკრაინაში ომი წამოიწყო, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის ლიდერი ფრონტის ხაზთან ყველაზე ახლოს გამოჩნდა, მაშინ როცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძოლის ველზე რამდენიმე ვიზიტი განახორციელა თავისი ჯარების მორალის ასამაღლებლად. პუტინი კი, როგორც ეს ცნობილია, უკრაინაში რუსეთის მიერ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციის“ წარმართვისას დიდწილად კრემლში რჩებოდა.

 


კიევი და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ომი, რომელიც უკვე მე-13 თვეა მიმდინარეობს, უცხო მიწების იმპერიალისტური მითვისებაა, რამაც უკრაინაში ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონობით მოქალაქე დევნილი გახადა.

 

  მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი