ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ ჩხენკელი თავისი სურვილით უბრუნდება აკადემიურ საქმიანობას
20-03-2023, 15:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო, 4 წელი ემსახურა ქვეყანას და ახალგაზრდა თაობას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი და თავისი სურვილით უბრუნდება აკადემიურ საქმიანობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიხეილ ჩხენკელი თავის საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უცხოელ მრჩეველთა ბორდის თავმჯდომარედ გააგრძელებს.

 

 

„მე უკვე შევხვდი ბატონ მიხეილ ჩხენკელს, მან საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი მიხეილი წარმატებული მინისტრი იყო, იგი 4 წელი ემსახურა ჩვენს მთავრობას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ახალგაზრდა თაობას. მან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ძალიან ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი. ბატონი მიხეილის გადაწყვეტილება და სურვილი იყო, რომ დაუბრუნდეს თავის აკადემიურ საქმიანობას. კერძოდ, ბატონი მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს თავის საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უცხოელ მრჩეველთა ბორდის თავმჯდომარედ. მე მინდა ჩვენი გუნდის სახელით, პირადად ჩემი და მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ბატონ მიხეილ ჩხენკელს გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები მის შემდგომ საქმიანობაში“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი