ვლადიმერ პუტინი: ჩინეთის სამშვიდობო გეგმა შესაძლოა ომის დასრულების საფუძველი გახდეს
21-03-2023, 22:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ჩინეთის სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საფუძველი ომის დასასრულებლად, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ. პუტინმა თქვა, რომ სამშვიდობო გეგმა შეიძლება განხორციელდეს „როცა ისინი მზად იქნებიან ამისათვის დასავლეთში და კიევში“. მაგრამ ჩინეთის გეგმა, რომელიც გასულ თვეში გამოქვეყნდა, არ მოუწოდებს რუსეთს უკრაინის დატოვებისაკენ. 12-პუნქტიანი გეგმა სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემისაკენ მოუწოდებს. ის ასევე გმობს „ერთპიროვნულ სანქციებს“.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ კრემლის მიერ უკრაინიდან ჯარების გაყვანამდე ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება „ეფექტურად მხარს დაუჭერს რუსეთის დაპყრობის რატიფიცირებას“.

 

 

მოსკოვში სი ძინპინთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა: „ჩინური სამშვიდობო გეგმის ბევრი დებულება შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საფუძვლად, როდესაც დასავლეთი და კიევი მზად იქნებიან ამისთვის“. მაგრამ, როგორც კრემლის ლიდერმა დასძინა, რუსეთმა ჯერ უნდა იხილოს ამგვარი „მზაობა“ მეორე მხრიდან.

 


რუსეთის ლიდერის გვერდით მდგომმა სი ძინპინმა თქვა, რომ მისი მთავრობა მშვიდობისა და დიალოგის მომხრეა და რომ ჩინეთი „ისტორიის სწორ მხარეს“ იმყოფება. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჩინეთს უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით „მიუკერძოებელი პოზიცია“ აქვს.

 


მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის მზარდი სავაჭრო, ენერგეტიკული და პოლიტიკური კავშირები.

 


დასავლეთში მზარდი შეშფოთებაა იმის შესახებ, რომ ჩინეთმა შესაძლოა სამხედრო დახმარება გაუწიოს რუსეთს.

 


„ჩვენ არ გვინახავს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი რუსეთს სასიკვდილო იარაღს აწვდის, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ნიშნები იმისა, რომ ეს იყო რუსეთის თხოვნა და რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება პეკინში ჩინეთის ხელისუფლების მიერ“, - განუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ჟურნალისტებს.

 


ჩინეთის ლიდერის სახელმწიფო ვიზიტი მოსკოვში იაპონიის პრემიერ-მინისტრის ფუმიო კიშიდას კიევში მოულოდნელი სტუმრობის ფონზე შედგა - რამაც იგი პირველი იაპონელი ლიდერი გახადა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კონფლიქტში მყოფ ქვეყანას ეწვია.

 


უკრაინის დედაქალაქში მყოფმა კიშიდამ პრეზიდენტ ზელენსკის ურყევი მხარდაჭერა აღუთქვა და ქვეყნის აღდგენასა და ჰუმანიტარულ დახმარებას დაჰპირდა.

 

 

სი ძინპინისთვის კი - მას შემდეგ, რაც ახლახან ჩინეთის პარლამენტმა იგი ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩია - ეს საზღვარგარეთ პირველი ოფიციალური ვიზიტია. 

 

 მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი