ბანკების გაკოტრებისა და ფინანსური შფოთის მიუხედავად, აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდა
23-03-2023, 09:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი კვლავ გაზარდა, მიუხედავად შიშისა, რომ ამ ნაბიჯმა, საბანკო გაკოტრების სერიების შემდეგ, შესაძლოა ფინანსური არასტაბილურობა და ვნებათაღელვა უფრო გააძლიეროს. ფედერალურმა რეზერვმა თავისი ძირითადი განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა, საბანკო სისტემას კი „ჯანსაღი და მდგრადი“ უწოდა. მაგრამ ბანკმა ასევე გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ საბანკო გაკოტრების შედეგებმა შესაძლოა, მომავალ თვეებში ეკონომიკურ ზრდას ზიანი მიაყენოს.

 


ფედერალურმა ბანკმა სესხების ხარჯები ფასების სტაბილიზაციის მიზნით გაზარდა. მაგრამ გასული წლის შემდეგ საპროცენტო განაკვეთების მკვეთრმა ზრდამ საბანკო სისტემაში დაძაბულობა გამოიწვია. ორი ამერიკული ბანკი - Silicon Valley Bank და Signature Bank - ამ თვეში გაკოტრდა და არსებობს შეშფოთება ბანკების მფლობელობაში არსებული ობლიგაციების ღირებულების შესახებ, რადგან საპროცენტო განაკვეთების ზრდამ შეიძლება ამ ობლიგაციების ფასი შეამციროს.

 


ბანკები, როგორც წესი, ობლიგაციების დიდ პორტფელებს ფლობენ და პოტენციურად, მნიშვნელოვანი დანაკარგების საფრთხის წინაშე დგანან. ბანკების მფლობელობაში არსებული ობლიგაციების ღირებულების ვარდნა პრობლემას შეიძლება სულაც არ წარმოადგენდეს, თუკი ისინი იძულებულნი არ იქნებიან გაყიდონ ეს ობლიგაციები. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მთავრობებმა განაცხადეს, რომ ისინი არ ფიქრობენ, რომ წარუმატებლობები საფრთხეს უქმნის ფართო ფინანსურ სტაბილურობას და ყურადღება უნდა გადაიტანონ ინფლაციის კონტროლის ქვეშ მოქცევის მცდელობებისგან.

 


გასულ კვირას ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავისი ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

 


ინგლისის ბანკმა საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება ხუთშაბათს უნდა მიიღოს, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ თებერვალში ინფლაცია მოულოდნელად 10.4%-ამდე გაიზარდა.

 


ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაზეა კონცენტრირებული. მან Silicon Valley Bank-ი დაახასიათა, როგორც გამონაკლისი სხვაგვარად ძლიერ ფინანსურ სისტემაში, მაგრამ აღიარა, რომ ბოლო პერიოდის არეულობა სავარაუდოდ ზრდას შეაფერხებს, ხოლო სრული გავლენა ჯერ კიდევ გაურკვეველია.

 

 მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი