რომან გოცირიძე: რუსეთიდან საქართველოში დიდძალი ფული შემოვიდა, ამ ფულის საკმაო ნაწილი ქვეყნის განვითარებას და ლარის სტაბილურობას ემსახურება, ამიტომ სისულელეა იმის ძახილი, რომ ვიღუპებით
28-03-2023, 12:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პარლამენტის წევრი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ფულის შემოდინება კარგი ამბავია, რადგან „ამ ფულის საკმაო ნაწილი ქვეყნის განვითარებას და ლარის სტაბილურობას ემსახურება“.

 


მისი აზრით, „სისულელეა იმის ძახილი, რომ ვიღუპებით, რუსეთიდან ფული შემოდის და კიდევ უფრო მივებით მასო“.

 


„რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, „არამეგობრული ქვეყნების“ კომპანიები თუ გაყიდიან თავიანთ აქტივებს რუსეთში, ანუ დატოვებენ ქვეყანას, მიიღებენ მათი ღირებულების მხოლოდ 5-10 პროცენტს. ეს არის ფაქტობრივად კონფისკაცია.

 


რუსეთიდან კაპიტალის გატანა აქამდეც მკვეთრად იყო შეზღუდული. ფიზიკურ პირებზეც დაწესებული იყო ლიმიტები უცხოეთში ფულის გადარიცხვაზე. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ფიზიკურმა პირებმა, ომის დაწყებიდან დღემდე 80 მილიარდ დოლარზე მეტი გაიტანეს. საქართველოშიც დიდძალი ფული შემოვიდა. ეს არაა სანქციების გვერდის ავლა. რუსეთში 300 ბანკია და აქედან სანქციები მხოლოდ ოცამდე ბანკს აქვს დაწესებული. ამ ფულის საკმაო ნაწილი ქვეყნის განვითარებას და ლარის სტაბილურობას ემსახურება, ამიტომ სისულელეა იმის ძახილი, რომ ვიღუპებით, რუსეთიდან ფული შემოდის და კიდევ უფრო მივებით მასო. ეს რუსეთმა იდარდოს, ფულისგან რომ იცლება.

 

 

ერთი ნათელი მაგალითი: რამდენიმე დღის წინ გამოვესაუბრე ჩემს ნაცნობს, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, რადგან იქ აქვს ბიზნესი. აღმოჩნდა, რომ გაუყიდია რამდენიმე თვის წინ იქ სახლ-კარი, ბიზნესები, დაბრუნდა საბოლოოდ თავის სამშობლოში და ამ ფულით ნუშის პლანტაციები გაუშენებია სამეგრელოში. ფული რა თქმა უნდა, არასანქცირებული რუსული ბანკიდან ჩვენს ერთ-ერთ ბანკში გადმოურიცხია, როგორც ფიზიკურ პირს.

 


რუსეთიდან შემოსული ფულის გარკვეული ნაწილი იმ ჩვენს თანამემამულეებს ეკუთვნის, რომლებიც ტოვებენ ამ ტერორისტულ სახელმწიფოს.

 


მსგავსი მოვლენების გაშუქებისას სწორი აქცენტების დასმაა საჭირო. რუსეთის სალანძღავად მილიონი ობიექტური მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაინცდამაინც იმაზე ნუ გადავირევით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოა და რუსეთისთვის საზიანო“, - წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქში“.

 

კომენტარები: 1
#1  devil
      
This is exactly each an awesome content and articles document really quite quite beloved reading. This isn’t on daily basis i feature capability to work out a huge concern. https://stream2watch.sbs/
28 მარტი 2023 12:51
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი