ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 20 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცა
29-03-2023, 17:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს, კომპიუტერები გადაეცათ.

 

დაჯილოდოების ცერემონიალს ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ივანე კორძაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები დაესწრნენ, რომლებმაც პირადად გადასცეს წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები.

 


პროგრამა სახელწოდებით - „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ხორციელდება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, რომლის ერთ-ერთი ქვეპროგრამაა საქართველოს საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული წარჩინებული მოსწავლეების პორტაბელური კომპიუტერებით უზრუნველყოფა.

 


ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს ასრულებენ საბაზისო საფეხურს და საფეხურის ნიშანი აქვთ 10 (ათი) ქულა დამრგვალების გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დღეს 20 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა პორტაბელური კომპიუტერი.

 

ქ.ვანის #1 საჯარო სკოლა: მარიამ დვალიშვილი , ნატალი ჩახუნაშვილი.
ქ.ვანის #2 საჯარო სკოლა: ნინიკო მახარეიშვილი, მარიამ მჟავია, მათე ფუტკარაძე.
სოფელ ამაღლების საჯარო სკოლა: გიორგი მესხი, ლაშა რიჟამაძე.
სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლა: მარიამ მებურიშვილი.
სოფელ მთისძირის საჯარო სკოლა: ლიკა მამულაძე, ნანა მამულაძე.
სოფელ ისრითის საჯარო სკოლა: თამარ კაპატაძე, ლიზი ბარაქაძე, მარიამ ბუაძე, გივი ერემეიშვილი.
სოფელ ბზვანის საჯარო სკოლა: კლავდია სურგულაძე .
სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლა: ანდრო ბიბიჩაძე, ნინო ბაღდავაძე.
სოფელ ციხესულორის საჯარო სკოლა: ლუკა ხავთასი.
სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლა: ანი ადეიშვილი, თეკლა თვალაბეიშვილი.

 

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი