„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების მიხედვით, გამოძიების დაწყების გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი, თუმცა მან 12 საათის ვადაში პროკურორს უნდა შეატყობინოს ამის თაობაზე
04-04-2023, 18:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნას ითვალისწინებს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომელიც პარლამენტმა 87 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.

 


ცვლილებების თანახმად, გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი, თუმცა მისთვის შემოდის ვალდებულება, რომ 12 საათის ვადაში, ნებისმიერი ფორმით, პროკურორს შეატყობინოს ამის თაობაზე.

 


ასევე, პროკურორი უფლებამოსილია შეისწავლოს გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი და გამომძიებელს მისცეს მითითება, რომ დაიწყოს ამა თუ იმ საქმეზე გამოძიება.

 


კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების დაწყებაზე უარის შესახებ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელს მისცეს მითითება გამოძიების დაწყების თაობაზე.

 


​სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი, ევროკავშირის რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტის შემადგენელი ნაწილია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი