გურამ პეტრიაშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მწერლის „რჩეული“ წარადგინეს
06-04-2023, 11:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მწერალთა სახლში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგინეს გამოჩენილი ქართველი მწერლისა და კინორეჟისორის, გურამ პეტრიაშვილის, „რჩეული “.

 


ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

 


წიგნი 2022 წელს, გურამ პეტრიაშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში გამოიცა. მისი მიზანი მკითხველისათვის გურამ პეტრიაშვილის, როგორც მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, შემოქმედების უკეთ გაცნობაა.

 


წიგნი, რომელიც ავტორის რჩეულ ლექსებს, ზღაპრებს, ზღაპარ-ლექსებსა და მწერლის შემოქმედების შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ სტატიებს აერთიანებს, გამომცემლობა „პალიტრა L“-მა მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოსცა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს წიგნის გრაფიკა - მხატვარ ია გიგოლაშვილის უდავოდ საინტერესო ნამუშევარი.

 


გურამ პეტრიაშვილი არის მწერალი, კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი... და მაინც, ის, უპირველესად, მეზღაპრეა. თანამედროვე მკაცრ და გულგრილ სამყაროში გურამ პეტრიაშვილის ზღაპრების სითბო, სინათლე და კეთილშობილება ადამიანთა სულების გადარჩენას ახერხებს. ის ქმნის ორიგინალურ, მიმზიდველ ზღაპრულ სიუჟეტებს, რომლებიც არამარტო ბავშვებისთვის არის საინტერესო. „ყველაზე კეთილი მეზღაპრე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს,“ - ასე უწოდებენ მწერალს მისი შემოქმედების მოყვარულები. როგორც გამორჩეულ მეზღაპრეს, მას უცხოეთშიც კარგად იცნობენ და აღიარებენ, ხშირად კი ოსკარ უაილდსა თუ ჰანს ქრისტიან ანდერსენსაც ადარებენ.

 


გურამ პეტრიაშვილი სხვადასხვა დროს იყო საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეკვიზიტორი, რეჟისორის თანაშემწე, ასისტენტი, ტელესტუდიის ოპერატორი.

 


მწერლის მრავალმხრივი ცხოვრებისა და შემოქმედების დასტურია ისიც, რომ იგი არაერთ ფილმში მონაწილეობს. მაყურებელს კარგად ახსოვს მისი, ერთი შეხედვით, უცნაური, მაგრამ ძალიან საინტერესო პერსონაჟები ფილმებიდან: „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზსე“ (1978), „მე დავბრუნდები“ (1982), „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983), „ადამიანთა სევდა“ (1984), „ელისა და რარუს თავგადასავალი“ (1986), „ნაზარის უკანასკნელი ლოცვა“ (1988), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (1989), „ალყა“ (1990), „ბრავო, ჯორდანო ბრუნო!“ (1993) და სხვა.

 


გურამ პეტრიაშვილი არის სცენარის ავტორი და რეჟისორი ფილმებისა „რად სტვენს ბულბული“ (1980) და „ელისა და რარუს თავგადასავალი“ (1986).

 


აღსანიშნავია, რომ 2021 წელს გურამ პეტრიაშვილს გადაეცა კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია“ ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული წიგნი (ყმაწვილებისთვის 13+)“.

 


სამაგალითოა გურამ პეტრიაშვილის მოქალაქეობრივი პოზიცია და მამულიშვილური შემართება. საკმარისია, ითქვას, რომ ის საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია.

 


ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი