ნატო-ს წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან, თუ რა მესიჯი გაუგზავნონ საქართველოს, ალიანსის წევრობაზე მის მოთხოვნასთან დაკავშირებით
28-11-2015, 07:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის აზრი გაყოფილია, თუ რა მესიჯი გაუგზავნონ საქართველოს, რომელიც დიდი ხანია ელოდება პასუხს ალიანსის წევრობაზე მის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რადგან ევროპის ქვეყნების ზოგიერთ დედაქალაქში ამტკიცებენ, რომ მათ არ შეუძლიათ დაიცვან ექსსაბჭოთა რესპუბლიკა რუსული აგრესიისაგან" - წერს სააგენტო reuters-ი თავის სტატიაში, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ეძღვნება.

 


2008 წლის აპრილის სამიტზე, ნატო საქართველოს წევრობას შეჰპირდა, თუმცა, კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია. ეს გადაიზარდა მოსკოვთან დაძაბულობაში, რომლის კულმინაციაც ოთხი თვის შემდეგ, ომი და რუსული ჯარების მხრიდან ე.წ.სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია გახდა.

 


ამის შემდეგ ნატო-ს მოლაპარაკებებმა საქართველოსთან წევრობის საკითხზე, უკანა პლანზე გადაიწია, თუმცა, მომავალ სამშაბათს, 1 დეკემბერს, ეს საკითხი კვლავ დადგება სამიტზე, რომელზეც ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გადაწყვეტენ მონტენეგროს საკითხს - ისინი იძულებულნი იქნებიან კიდევ ერთხელ მისცენ განახლებული ინფორმაცია თბილისს.

 


ნატო-ს გაფართოებას, აშშ რუსეთთან მიმართებაში საკუთარი სტრატეგიის საკვანძო საკითხად მიიჩნევს. თუმცა, ახლა როცა ნატო-ს წევრებს რუსეთის დახმარება სირიაში "ისლამური სახელმწიფოსთან" დასამარცხებლად და უკრაინაში კრიზისის მოსაგვარებლად სჭირდებათ, ზოგიერთი მათგანი ემხრობა ფრთხილ მიდგომას გაფართოების საკითხში, რომელსაც რუსეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს.

 


"ზოგიერთი წევრი ღელავს, რომ მონტენეგროს მიწვევა შესაძლოა, საქართველოსთვის არასწორი სიგნალი გახდეს", - ამბობს ნატო-ს ანონიმური დიპლომატი.

 


საფრანგეთს ეშინია, რომ მონტენეგროს მოწვევა გაფართოებაზე საქართველოსაც გაუჩენს გაწევრიანების მოლოდინს. გერმანია რჩება მონტენეგროს მოწვევის მომხრედ, თუმცა ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობას, ისევე, როგორც 2008-ში. დანარჩენები, მაგალითად დანია და დიდი ბრიტანეთი ელიან, როდის იქნება მიღწეული კონსენსუსი ამ საკითხში.

 


ნატო-ს შექმნის შესახებ შეთანხმების მიხედვით, ალიანსის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა მთელ ალიანსზე, რაც ნატო-ს ნებისმიერ წევრ სახეელმწიფოს დაცვის გარანტიას აძლევს.

 


მაგრამ რუსეთი აგრძელებს ყირიმსა და შავ ზღვაზე თავისი საზენიტო-სარაკეტო დანადგარების განლაგებას, რაც ართულებს საქართველოს დაცვას როიგორც ხმელთაშუა ზღვიდან, ასევე ნატო-ს წევრი თურქეთიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭირო გახდება სახმელეთო ჯარების ჩართვა დასავლეთ ევროპიდან.

 

 

გარდა ამისა ნატო-ს წესდება მოითხოვს წევრ ქვეყნისგან ყველა მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემის მოგვარებას, რაც უდიდესი წინააღმდეგობაა საქართველოსა და 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინისათვის.

 

 

სხვები ქვეყნები, კერძოდ  კი აშშ აპელირებს იმ ფაქტით, რომ საქართველო ყველაზე ლოიალური ქვეყანაა ნატო-ს მიმართ, უდიდესი სამხედრო კონტრიბუტორია ავღანეთში და სურთ საქართველო კვლავ განიხილებოდეს, როგორც ალიანსის წევრობის კნდიდატი ქვეყენა.

 


"მათ არ სურთ, რომ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითოს საქართველოს გაწევრიანების საკითხი ჰაერშია ჩამოკიდებული", - ამბობს ნატო-ს დიპლომატი.

 


საქართველოს, რომელსაც უკვე აქვს ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, სურს, რომ ნატო-მ მას MAP-ი მიანიჭოს, რათა ოფიციალური სახე მისცეს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გზას.

 


როგორც ალიანსის წარმომადგენელი ამბობს, ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მონტენეგროს საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას მომავალ კვირას ელოდება. მან ასევე აღნიშნა, რომ წელს საქართველომ, რეფორმების გატარების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

 


"საგარეო საქმეთა მინისტრები წარადგენენ გარკვეულ ინსტრუქციებს სამომავლო მუშაობაზე ჩვენს სხვა ასპირანტ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან", - ამბობს ნატო-ს წარმომადგენელი.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც "როიტერის" თბილისის ბიურო დაუკავშირდა, განაცხადა, რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მას კომენტარი ჯერ არა აქვს - წერს "როიტერი".

 

ნატო-ს სჭირდება 28-ე წევრი ქვეყნის თანხმობა, რომ გააკეთოს მოწვევა, რაზე მოლაპარაკებებიც შესაძლოა ერთი წელი გაგრძელდეს. შემდეგი კანდიდატები არიან ბოსნი-ჰერცოგოვინა და მაკედონია.

 


სააგენტო აღნიშნავს, რომ თუ მომავალ კვირას, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები წევრობის საკითხზე მონტენეგროსთან მოლაპარაკებების დაწყებას მწვანე შუქს აუნთებენ, ეს 2009 წლის შემდეგ,  ნატო-ს გაფართოების პირველი შემთხვევა იქნება.

 

 

კომენტარები: 1
#1  manana.mas
      
ძალიან მაინტერესებს დღეის გადმოსახედიდან რას იტყვიან იმ სახელმჭიფოს მაშინდელი ხელმძღვანელები, რომლებიც წინააღმდეგი გამოვიდნენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. ტერიტორიები ხომ მათმა გადაწყვეტილებამ დაგვაკარგვინა, დღეს კი ამით აპილირებენ უარის სათქმელად არა მარტო ნატოში. რუსეთი ვერ გაბედავდა ვერც 2008 წ.და ვერც დღევანდელ ომს უკრაინასთან მაშვინ რომ გავეწევრიანებინეთ.მე ვთვლი იმ 4 სახელმწიფოს ხელმძღვანელებმა(განსაკუთრეებით მერკერიმ და სარკოზიმ) პასუხი უნდა აგონ იმ მსხვერპლისთვის, რაც მათმა შეცდომითმა (ყფრო რუსეთთან მეგობრულმა ) გადაწყვეტილებამ გამოიწვია. დღესაც იგივე შეცდომას უშვებენ ამ ქვეყნის წარმომადგენლები, იმის მაგივრად რომ მათი გაფუჭებული საქმე გაასწორონ. ისმის კითხვა- რატომ?
14 მარტი 2022 05:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი