მალის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გაეროს მშვიდობისმყოფელთა ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, 14 კი დაშავდა.
"ბიბისი"-ის ცნობით, დაღუპულთაგან ორი გვინეიდან იყო, ხოლო მესამე - ადგილობრივი სამოქალაქო პირია, რომელიც ბაზაზე კონტრაქტით მუშაობდა.
სამშვიდობო მისიის ინფორმაციით, ტერორისტებმა ბაზის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. თავდასხმა დილის 4 საათზე განხორციელდა.
მალიში გაეროს სამშვიდობო მისია, საფრანგეთის ეგიდით, 2014 წლიდან მოქმედებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.