ვანში,1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
09-04-2023, 20:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მერის მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული გმირების ხსოვნას და ტიტებით შეამკეს, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი.


დღესვე ვანში, 9 აპრილის სკვერში, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია.


1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა, სასანგრე ნიჩბებისა და მომწამვლელი გაზის გამოყენებით დაარბიეს მშვიდობიანი აქციის მონაწილენი. ულმობელი ანგარიშსწორებისას დაიღუპა 21, დაიჭრა და მოიწამლა ათასობით ადამიანი. დაღუპულებს შორის უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც.


1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი