ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 37 წარჩინებულ მოსწავლეს, რომელთაც უმაღლესი შეფასებით დაძლიეს საბაზო საფეხური, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. კომპიუტერები გადაეცა.
ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე, საგანმანათლებლო რესუსრსცენტრის ხელმძღანელი ნინო ჩიტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"დარწმუნებული ვარ ეს მათ ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ. ვულოცავ პედაგოგებს, მშობლებს; თითოეულ მოსწავლეს, ნათელ და წარმატებულ მომავალს ვუსურვებ", - განაცხადა ლანჩხუთის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.