ემანუელ მაკრონი: შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობა არ ნიშნავს იმას, რომ იყო მისი „ვასალი“
13-04-2023, 10:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტაივანის საკითხზე, ამსტერდამში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობა არ ნიშნავს იმას, რომ პარიზი მის „ვასალს“ წარმოადგენს.

 


„იყო მოკავშირე, არ ნიშნავს იყო ვასალი... და არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიფიქროთ დამოუკიდებლად. საფრანგეთი მხარს უჭერს სტატუს-კვოს ტაივანთან დაკავშირებით, ერთი ჩინეთის პოლიტიკას და საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზას“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

 

მაკრონმა ჩინეთში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტისა და სი ძინპინთან დაახლოებით ექვსაათაინი შეხვედრის შემდეგ POLITICO-სა და ორ ფრანგ ჟურნალისტს თვითმფრინავში უთხრა, რომ ევროპამ „სტრატეგიული ავტონომია“ უნდა ააშენოს და არ დაუჭიროს მხარი ყველაფერში ამერიკის შეერთებულ შტატებს, არ დაუშვას ჩაეფლოს აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფრონტაციაში - „კრიზისში, რომელიც არ წარმოადგენს მის კრიზისს“.

 

 

სი ძინპინმა და ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ენთუზიაზმით დაუჭირეს მხარი მაკრონის სტრატეგიული ავტონომიის კონცეფციას და ჩინეთის ოფიციალური პირები მუდმივად ახსენებენ ამას ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობისას. პარტიის ლიდერები და თეორეტიკოსები პეკინში დარწმუნებულნი არიან, რომ დასავლეთი დაცემის პროცესშია, ჩინეთი კი აღმავლობის გზაზე და რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესუსტება ხელს შეუწყობს ამ ტენდენციის დაჩქარებას.

 

 

„პარადოქსი იქნებოდა ის, რომ პანიკით შეპყრობილებს დაგვეჯერებინა, რომ ჩვენ უბრალოდ ამერიკის ვასალები ვართ“, - თქვა მაკრონმა ინტერვიუში. „კითხვას, რასაც ევროპელებმა უნდა უპასუხონ… ესაა შემდეგი რამ - არის თუ არა ჩვენს ინტერესებში ტაივანზე [კრიზისის] გაძლიერება? არა. უარესი იქნება ვიფიქროთ, რომ ჩვენ, ევროპელები, უნდა გავხდეთ ამ თემის მიმდევრები და ვიმოქმედოთ აშშ-ის დღის წესრიგისა და ჩინეთის გადაჭარბებული რეაქციების მიხედვით“, - თქვა მაკრონმა. 

 

 

მხოლოდ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მაკრონის თვითმფრინავი  გუანჯოუდან პარიზში დაბრუნდა, ჩინეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო ტაივანის თვითმმართველი კუნძულის გარშემო, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა შეერთებულმა შტატებმა მისი შეიარაღებისა და დაცვის პირობა დადო. 

 

 

ამ წვრთნების წამოწყება პასუხი იყო ტაივანის პრეზიდენტის, ცაი ინგ-ვენის ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში 10-დღიანი დიპლომატიური მოგზაურობისადმი, რომელიც მოიცავდა შეხვედრას აშშ-ის კონგრესის პალატის „რესპუბლიკელ“ სპიკერთან, კევინ მაკარტისთან კალიფორნიაში ტრანზიტის დროს. მაკრონის აზრებთან ახლოს მყოფმა ადამიანებმა თქვეს, რომ იგი ბედნიერი იყო, რახან პეკინი, სულ მცირე, დაელოდა მაინც მისი ჩინეთის საჰაერო სივრციდან გასვლას, სანამ დაიწყებდა იმიტირებულ წვრთნას - „ტაივანზე ალყის შემორტყმა“.  

 

 

რისთვის ემზადება ჩინეთი?

 

 

ჩინეთი წელს სამხედრო ხარჯებს 7%-ზე მეტით გაზრდის. ეს განცხადება ეროვნული სახალხო კონგრესის სხდომაზე გაკეთდა მარტის დასაწყოსში გაკეთდა.

 

 

პეკინის სამხედრო ბიუჯეტი - დაახლოებით 225 მილიარდი აშშ დოლარი - ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთის სამხედრო ხარჯები.

 

 

მიმავალმა პრემიერმა ლი კეციანმა ეროვნულ სახალხო კონგრესს უთხრა, რომ „ჩინეთის ჩახშობისა და შეკავების გარე მცდელობები ძლიერდება“. „შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გააძლიეროს სამხედრო წვრთნები და მზადყოფნა ყველა მიმართულებით“, - განაცხადა მან.

 

 

შეხვედრაზე ასევე გამოცხადდა, რომ ჩინეთი წელს ფოკუსირებული იქნება შემცირებულ, დაახლოებით 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე.

  

 

სამხედრო ხარჯების ზრდა იმ ფონზე გამოცხადდა, როცა ჩინეთის ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაუარესებისაკენ მიდის, რაც უკრაინის ომთან დაკავშირებით პეკინის პოზიციას, ასევე, ბოლოდროინდელ ჯაშუში ბუშტის საგას და სი ძინპინის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების კიდევ უფრო დათბობას უკავშირდება. 

 

 

ჩინეთმა თებერვლის ბოლოს გამოაცხადა სამშვიდობო მოლაპარაკებების გეგმა, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემის მოწოდებით. სი ძინპინმა თქვა, რომ ქვეყნებმა „უნდა შეწყვიტონ მსოფლიო ეკონომიკის პოლიტიზება“ და „აკეთონ ის, რაც ხელს შეუწყობს ცეცხლის შეწყვეტას, ომის შეწყვეტას და მშვიდობიან გადაწყვეტას“.

 


12-პუნქტიანი დოკუმენტი მოუწოდებს „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისადმი“ პატივისცემას. მასში კონკრეტულად არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან. ამასთან, ჩინური სამშვიდობო გეგმა გმობს „ცალმხრივი სანქციების“ გამოყენებას, რაც უკრაინის დასავლელი მოკავშირეებისადმი კრიტიკას გულისხმობს. ჩინეთის სამშვიდობო გეგმას დასავლეთში საყოველთაო უნდობლობით შეხვდნენ.

 

 

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ასევე არაერთხელ განაცხადეს გამაფრთხილებლად, რომ ჩინეთი უახლოეს წლებში შესაძლოა, ტაივანში შეიჭრას. ჩინეთმა გაზარდა ტაივანის გარშემო სამხედრო ძალის დემონსტრირება ჰაერსა და ზღვაში, ამავე დროს, ბალისტიკური რაკეტებიც გაუშვა.

 

 

აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დაავალა თავისი ქვეყნის არმიას, რომ „2027 წლისთვის მზად იყვნენ“ ტაივანში შესაჭრელად, თუმცა მას, უკრაინასთან ომში რუსეთის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლოა ამჟამად ეჭვი აპარებოდეს თავის შესაძლებლობებში, - განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA)-ის დირექტორმა უილიამ ბერნსმა.

 


მან სატელევიზიო ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა „ძალიან სერიოზულად“ უნდა მიიღოს სი ძინპინის სურვილი, საბოლოოდ გააკონტროლოს ტაივანი, მაშინაც კი, თუ სამხედრო კონფლიქტი გარდაუვალი არ არის.

 


„ჩვენ ვიცით, როგორც საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტმა სიმ დაავალა ჩინეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, მზად იყვნენ 2027 წლისთვის ტაივანში შესაჭრელად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას გადაწყვეტილი აქვს შეჭრა 2027 ან ნებისმიერ სხვა წელს“, - განუცხადა ბერნსმა CBS-ს.

 


„ვფიქრობ, ჩვენი შეფასება სულ მცირე არის ის, რომ პრეზიდენტ სის და მის სამხედრო ხელმძღვანელობას ეჭვი აქვთ დღეს იმის თაობაზე, შეძლებენ თუ არა ისინი ამ შეჭრის დასრულებას“, - განაცხადა მან.

 

 

ტაივანის საკითხი

 


ტაივანი და ჩინეთი 1949 წელს სამოქალაქო ომის შემდეგ გაიყო, რომელიც „კომუნისტური პარტიის“ მატერიკზე კონტროლით დასრულდა. თვითმმართველი კუნძული მოქმედებს როგორც სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ არ არის აღიარებული გაეროს ან რომელიმე დიდი ქვეყნის მიერ. 1979 წელს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ოფიციალურად აღიარა პეკინის მთავრობა და გაწყვიტა ტაივანთან საერთაშორისო კავშირები. საპასუხოდ, კონგრესმა დაამტკიცა ტაივანთან ურთიერთობების კანონი, რომელიც ქმნის სტანდარტს გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის.

 

 

ჩინეთი თვითმმართველ ტაივანს განიხილავს, როგორც სეპარატისტულ, მისგან გამოყოფილ პროვინციას და მიიჩნევს, რომ ის საბოლოოდ პეკინის კონტროლს უნდა დაექვემდებაროს.

 


ტაივანს აშშ-ის ოფიციალური მხარდაჭერა აქვს პეკინის მხრიდან ძალის მზარდი დემონსტრირების ფონზე, რომელიც კუნძულს თავისი ტერიტორიის ნაწილად აცხადებს. პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკული ძალები დაიცავენ ტაივანს, თუ ჩინეთი შეეცდება შეჭრას. თეთრი სახლი ამბობს, რომ აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონს სურს ტაივანის სტატუსის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, თუმცა არაფერს აცხადებს იმის შესახებ, იქნება თუ არა აშშ-ის ძალები გაგზავნილი ჩინეთის თავდასხმის საპასუხოდ.

 


ინტერვიუში ბერნსმა თქვა, რომ აშშ-ისა და ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა ოფიციალური კიევის მიმართ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შესაძლოა პოტენციური შემაკავებელი ფაქტორი იყოს ჩინეთის ოფიციალური პირებისთვის, მაგრამ დაამატა, რომ ტაივანზე შესაძლო თავდასხმის რისკი მხოლოდ გაძლიერდება.

 


„ვფიქრობ, რომ იმ პირობებში, როცა მათ შეხედეს პუტინის გამოცდილებას უკრაინაში, ამან, ალბათ, გააძლიერა ეს ეჭვები. მე მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ ძალის პოტენციური გამოყენების რისკები ალბათ იზრდება, რაც უფრო შორს მიდიხარ ამ ათწლეულში და მის მიღმა, შემდეგ ათწლეულში. ამგვარად, აშკარაა, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით“, - განაცხადა ბერნსმა.

  

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ POLITICO-სა BBC-ზე დაყრდნობით

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი