გიორგი ამილახვარი: სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სასადილოების მოწყობაა
24-04-2023, 11:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის 2022 წელს რეაბილიტირებული სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი ბუფეტის შესასვლელთან

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტი არის სასადილოების მოწყობა, რაც აუცილებელია, რათა ბავშვები უზრუნველყოფილი იყვნენ ხარისხიანი, უსაფრთხო კვების მიწოდებით.

 


„იუნისეფის“კვლევაში ბევრი პოზიტიური ფაქტორია გამახვილებული. მაგალითად ის, რომ გამოკითხულთა 70 პროცენტამდე კმაყოფილია სკოლამდელი განათლებით, 80 პროცენტამდე კმაყოფილია ზოგადი განათლების მიღწევებით. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის და მე და ჩვენ ამას არ გავურბივართ, ამაზე ღიადაც ვლაპარაკობთ. მათ შორის არის სასკოლო კვებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც სამი ათწლეულია ჩვენს სისტემას მოსდევს. რას ვაკეთებთ ჩვენ – ის უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ახლა მიმდინარეობს და უკვე 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაპროექტებულია ორი-სამი წლის განმავლობაში. ამას კიდევ გადაბმულად მოსდევს 400 სკოლა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტი არის სასადილო ინფრასტრუქტურა, ანუ სკოლებში იმ ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც შემდგომ აუცილებელია სერვისისთვის, რომ ჩვენი შვილები უზრუნველვყოთ ხარისხიანი, უსაფრთხო კვების მიწოდებით. პარალელურად, სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებაზე, კვლევაზე, იმ მიდგომებზე და მეთოდოლოგიაზე, როგორ შეგვიძლია ჩვენ, სისტემურად მივუდგეთ ამ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა, რომლის კომენტარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი