2023 წლის პირველ კვარტალში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი გაიზარდა, წლიურმა ზრდამ კი 10.7% შეადგინა
24-04-2023, 12:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 25.1 პროცენტით არის გაზრდილი.

 

 

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

 


ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 2.4 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ხოლო -3.5 პროცენტიანი კლება კერძო სახლების სეგმენტში.

 


2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში: ბინებზე – 9.3 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე – 11.6 პროცენტით.

 


ახალაშენებული ბინების სეგმენტში თბილისის უბნების მიხედვით კვადრატული მეტრის ფასები ასე ნაწილდება: მთაწმინდა – 4,919 ლარი; ვაკე – 4,201 ლარი; საბურთალო – 3,344 ლარი; ჩუღურეთი – 3,257 ლარი; კრწანისი – 3,175 ლარი; დიდუბე – 3,004 ლარი; ნაძალადევი – 2,928 ლარი; ისანი – 2,856 ლარი; გლდანი – 2,788 ლარი; სამგორი – 2,647 ლარი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი