გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს სისტემაში დაგეგმილი სიახლეები და ხედვები გააცნო
26-04-2023, 15:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს უმასპინძლა. მინისტრმა ელჩს სისტემაში დაგეგმილი სიახლეები და საკუთარი ხედვები გააცნო და მასთან ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე და განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები განიხილა.

 


გიორგი ამილახვარმა მარკ კლეიტონს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ნაყოფიერი პარტნიორობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების კუთხით.

 


შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლობის მექანიზმებზე. ამასთან, განიხილეს დისტანციური/ონლაინ სწავლების ახალი კონცეფციის შექმნის საკითხები და ერთობლივი და ორმაგი პროგრამების აქტიურად დანერგვა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 


შეხვედრის ბოლოს, ბრიტანეთის ელჩმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების სრული მზადყოფნა გამოთქვა და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობა კიდევ უფრო გააქტიურდება.

 


ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი