ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნენსი ფეზერს შეხვდა
26-04-2023, 20:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნენსი ფეზერს შეხვდა. მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 


ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა გერმანიის სამართალდამცავ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას და გერმანულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში მუდმივი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, ამ კუთხით პოლიციის ატაშეების როლზე.

 


ვახტანგ გომელაურმა ქართველი პოლიციის ოფიცრების გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებში წარგზავნისთვის მზაობა გამოთქვა და განმარტა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, მეორე მხრივ, უკანონო მიგრაციული ნაკადების კონტროლს.

 


გერმანულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციას. აგრეთვე აღინიშნა, რომ გერმანიისა და საქართველოს შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფექტიანად ხორციელდება. ამასთანავე, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა. გერმანულმა მხარემ სურვილი გამოთქვა, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რათა სხვადასხვა პროფესიის მქონე საქართველოს მოქალაქეებს დამატებით მიეცეთ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა.

 


შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე და საქართველოს პოლიციის ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სერგო თურმანიძე.

 


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გერმანული მხარის წარმომადგენლები: გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებული მიგრაციის საკითხებში იოახიმ შტამპი, გერმანიის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბერნდ კრიოსერი, მართვის, დაგეგმვისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ბასტიან ფლაიგი, მიგრაციის, ინტეგრაციის, ლტოლვილებისა და ევროპული ჰარმონიზაციის დეპარტამენტის უფროსი ულრიხ ვაინბრენერი და საერთაშორისო და ევროკავშირის საკითხების შტაბის უფროსი მიხაელ ნიმაიერი.

 


შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

 


ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი