აშშ-ს პრეზიდენტი პარიზში ბატაკლანის თეატრთან 13 ნოემბრის ტერაქტების მსხვერპლთა პატივის მისაგებად მივიდა. მას საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და პარიზის მერი ანი ჰიდალგო ახლდა. ობამამ იმ ადგილას, სადაც ტერორისტებს 90 ადამიანი ემსხვერპლა, 1 ცალი ვარდი მიიტანა.
მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. გზები მთელ პერიმეტრზე გადაკეტილი იყო და ჰაერიდან ვერტმფრენები დამატებით კონტროლს ახორციელებდნენ.
დღეს პარიზში გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია (COP21) იხსნება, რომელშიც მსოფლიოს 150 ლიდერი მონაწილეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.