კახა კალაძე სამშენებლო სექტორს მიმართავს, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა მიიღონ
03-05-2023, 17:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამშენებლო სექტორს კიდევ ერთხელ მიმართა და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

 

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ავარიული სახლების ჩანაცვლებას და ამ პროცესში სამშენებლო კომპანიების ჩართვა მნიშვნელოვანია.

 

„ავარიული სახლების ჩანაცვლება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ წარმოვადგინეთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მსგავსი სახლები ახალი, თანამედროვე, ქართული არქიტექტურის შესაბამისი სახლებით ჩავანაცვლოთ, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც დღეს ავარიულ შენობებში ცხოვრობენ, ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები გადავცეთ. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ავარიული სახლების ჩანაცვლებას, რა პროცესშიც პრინციპულად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა სამშენებლო კომპანიებთან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძის თქმით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, დაწყებულია ერთი კორპუსის მშენებლობა, ხოლო კიდევ 40 პროექტი განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა.

 

„პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, დაწყებული გვაქვს ერთი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები, ხოლო 40 პროექტი განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა.

 

უახლოეს მომავალში მოგვიწევს ტენდერის გამოცხადება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, სამშენებლო კომპანიების მხრიდან დიდი ინტერესი იყოს. შეიძლება ეს იყოს დეველოპერული კომპანიებიც. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. ჩვენ, შესაბამის სამსახურებს, ჩემს მოადგილეებს გვაქვს სრული მზაობა, რომ მოგაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია, კონკრეტული პროექტი რა ეტაპზეა, როდის გამოცხადდება ტენდერი და ა.შ. მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა, რომ მიიღოთ მონაწილეობა და პროცესში რაც შეიძლება ბევრი კომპანია ჩაერთოს. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო პროგრამაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერის თქმით, ურბანული განახლება და ავარიული სახლების ჩანაცვლება ქალაქის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი