ცაგერში, ქორეოგრაფიული ანსამბლების პირველი რესპუბლიკური ფესტივალი „ხომლი-2023" გაიმართა
07-05-2023, 16:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ქალაქ ცაგერში, „მწვანე თეატრში" ქორეოგრაფიული ანსამბლების პირველი რესპუბლიკური ფესტივალი „ხომლი-2023" გაიმართა.

 


„ღონისძიება ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეების მსვლელობით, ცოცხალი მუსიკის თანხლებით დაიწყო - ცაგერის ცენტრიდან მწვანე ამფითეატრისკენ.

 


„მწვანე თეატრზე" კი შედგა ძალიან ლამაზი ქორეოგრაფიული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული 310 მოცეკვავე, ქორეოგრაფიული ანსამბლები.

 


ლეჩხუმს სტუმრობდნენ ღვაწლმოსილი ქორეოგრაფები, ხელოვანები, რომლებმაც კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა განუსაზღვრელი ღვაწლისათვის ზურაბ, ბესარიონ, თემურ ჩანქსელიანებს - წარმატებულ ქორეოგრაფებს და ამ საღამოს სულის ჩამდგმელებს, ორგანიზტორებს.

 


მათ ღონისძიების ორგანიზებაში გვერდით ედგა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ცაგერის მუნიციპალიტეტი.

 

 

 

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ორგანიზატორებს ლეჩხუმის პოპულარზაციისთვის მადლობა გადაუხადა ახლად არჩეულმა მერმა, ლევან ზალკალიანმა.

 

 

ღონისძიებას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, მოადგილე-რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე მარიკა კოპალიანი, ლეჩხუმის საზოგადოება, უამრავი სტუმარი და ღვაწლმოსილი ადამიანი", - აღმიშნულია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი