შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დიდ დიღომში, გიორგი გეხტმანის I შესახვევის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. კომპანიის 25-მა თანამშრომელმა მეორადი საბურავები გაიტანეს და დანაგვიანებული ადგილები სამშენებლო ნარჩენისგან გაწმინდეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა.
„თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს და კერძო კომპანიებს მოუწოდებს, სამშენებლო ნარჩენიმხოლოდ კანონითგანსაზღვრულტერიტორიაზე განათავსონ, რომლის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.
რაც შეეხება მეორად საბურავებს, საჭიროა, დაინტერესებულმა პირებმამიმართონ იმ კომპანიებს, რომლებიც საბურავების გადამუშავების სპეციალურ ნებართვას ფლობენ. მსგავსი კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიებას მოქალაქეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც შეძლებენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.