ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა პირველ რიგში, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე - ამ დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხების და ჩვენი გამარჯვების დღე
09-05-2023, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა პირველ რიგში, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე. ამ დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხების და ჩვენი გამარჯვების დღე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

 

„მინდა პირველ რიგში, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე. ამ დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხების და ჩვენი გამარჯვების დღე მინდა მივულოცო ჩვენს ვეტერანებს. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქართველების, ჩვენი ხალხის როლი ამ დიდი სამამულო ომის გამარჯვებაში არის უდავოდ შეუფასებელი და თქვენ აღნიშნეთ, რომ შვიდასი ათასი ქართველი მონაწილეობდა ამ ომში, აქედან ნახევარზე მეტი გმირულად შეეწირა ამ იდეას, რასაც ერქვა ბოროტების დამარცხება და ფაშიზმზე გამარჯვება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი გმირი ქართველების ხსოვნის წინაშე და ჩვენს გმირ ვეტერანებს მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით ყველაფრისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო. პრემიერ-მინისტრი პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გაესაუბრა, მათ მადლობა გადაუხადა და ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი მიულოცა.

 

პრემიერთან ერთად “ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“ თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი