ჯუანშერ ბურჭულაძემ პორტუგალიის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა
09-05-2023, 16:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს
სამუშაო ვიზიტით პორტუგალიის თავდაცვის მინისტრი ჰელენა
კარეირასი ეწვია. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ
ბურჭულაძემ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის
შემდეგ თავდაცვის სამინისტროში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

 

კოლეგებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები და არსებული
გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო მომავალი ორმხრივი
თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საქართველოს ევროპული და
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ
ჰელენა კარეირასს მადლობა გადაუხადა პორტუგალიის მხრიდან
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის
მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის
გზაზე გვერდში დგომისთვის. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა
ქართველი და პორტუგალიელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი
წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.

 

შეხვედრის ფარგლებში თავდაცვის მინისტრებმა პორტუგალიის
რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ჰელენა კარეირასი გმირთა მოედანზეც
იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი.

 

ვიზიტის ფარგლებში ჰელენა კარეირასი საქართველოს პრემიერ-მინისტრ
ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და

 

გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის
აკადემიას ესტუმრა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი