ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა თავდაცვის ძალებში საბრძოლო მომზადების კურსი დაასრულეს
10-05-2023, 14:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო
საჯარისო ცენტრმა ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების კურსის ფარგლებში
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ასოციაციის წევრებს
რამდენიმე დღის განმავლობაში სამედიცინო, ტოპოგრაფიული, საინჟინრო, საცეცხლე,
სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით თეორიული სწავლებების გავლისა და საერთო
საჯარისო ცენტრის ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, მათი პრაქტიკაში
განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდათ.

 

კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში შეკრებულ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის
მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე შეხვდა, პროექტის მიზანსა და მნიშვნელობაზე
ისაუბრა და საზოგადოებისთვის თავდაცვის ძალების, ჯარისკაცის ცხოვრების, ჯარში არსებული
პირობებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობების გაცნობის საჭიროებაზე გაამახვილა
ყურადღება. თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობის, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის
მნიშვნელობა აღნიშნა ასევე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს მსგავსი შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
სამხედრო ბაზაზე ვიზიტისა და მომზადების განმავლობაში, სტუმრებს თავდაცვის ძალების
მიზნებისა და სტრუქტურის, საერთო საჯარისო ცენტრის ამოცანის, თავდაცვის კოდექსის
პროექტისა და მასში გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ პრეზენტაციები
წარუდგინეს.

 

საერთო საჯარისო ცენტრში ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების კურსი უკვე ჩაუტარდათ
კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. პროექტი მომავალშიც
გაგრძელდება. თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლებისა და სამხედრო-
სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი