უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების გამოშვება საერთო საჯარისო ცენტრში
10-05-2023, 15:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში ქვეითი და კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა
მომზადების კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და წვრთნებისა და
სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ სიტყვით მიმართეს, სწავლის
დასრულება მიულოცეს და უმცროს ოფიცრებს წარმატებული კარიერა უსურვეს. ღონისძიების
დასასრულს მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის ძალების სხვა
ხელმძღვანელ პირებთან ერთად კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.

 

ქვეითი და კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსები კრწანისში ჩატარდა.
უმცროსმა ოფიცრებმა ქვეითი საბრძოლო ვარჯიშები, თავდასხმითი, თავდაცვითი და
საპატრულო ოპერაციები, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების მეთოდიკა,
ტაქტიკა და ქვედანაყოფის მართვის პროცედურები შეისწავლეს. სწავლების ფარგლებში ასევე,
პირველად ჩატარდა გაერთიანებული სწავლება საშტაბო-სამეთაურო კოლეჯის, მანევრის
კაპიტნის საკარიერო მომზადების, ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადებისა და სერჟანტთა
აკადემიიდან სერჟანტთა საკარიერო მომზადების კურსების წარმომადგენლების ჩართულობით.
სწავლების მიზანი პარალელური დაგეგმვის პროცესის, სამხედრო გადაწყვეტილების მიღებისა
და ქვედანაყოფის მართვის პროცედურების დახვეწა იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი